სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება – ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების მინისტრამ, მიხეილ ჩხენკელმა, კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად მიიღო.
აღნიშნულ სკოლებსა და ბაღებში სწავლა მომავალ ოთხშაბათს, 4 ნოემბერს აღდგება.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.











