მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს იმისთვის, რომ ისინი, ამ რთულ პერიოდში იდგნენ იქ, სადაც საჭიროა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.
„ხელისუფლება, საზოგადოება, ექიმები, ეპიდემიოლოგები ვიდექით ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი, ვირუსი და ის, უპასუხისმგებლო კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. 31 ოქტომბერს ჩვენ ორივე ვირუსს დავამარცხებთ და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება,“- განაცხადა კალაძემ.











