საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელ Twitter-ზე „ნატო-ში აშშ-ის მისია“ ეხმაურება.
„საქართველოში ამ შაბათ-კვირას არჩევნებია – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ მოვუწოდებთ.
დემოკრატიული ღირებულებები არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ნატო-ში საქართველოს მომავალი წევრობის საფუძველი“, – ნათქვამია „ნატო-ში აშშ-ის მისიის“ განცხადებაში.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
As #Georgia votes this weekend, we call for truly free and fair elections. Democratic values are the foundation for the ??/?? strategic partnership & Georgia’s future @NATO membership. pic.twitter.com/n3S3Ri1Gd7
— US Mission to NATO (@USNATO) October 30, 2020











