fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სერგი კაპანაძე – დილიდან უკვე ჩანს საკმაოდ სერიოზული დარღვევები

11:36 ოქტომბერი 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

დილიდან უკვე ჩანს საკმაოდ სერიოზული დარღვევები,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

„რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, მით უფრო ნაკლები შანსი ექნება ბიძინა ივანიშვილს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, გარანტირებული იქნება მისი ოპოზიციაში გადასვლა. თუმცა, დილიდან უკვე ჩანს საკმაოდ სერიოზული დარღვევები.

ორი მასშტაბური პრობლემა გამოიკვეთა, პირველი ესაა ხმის ფარულობის დარღვევა, გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები, დამკვირვებლები დგანან უბნებზე ურნებთან, რომ დაინახონ როგორაა შემოხაზული ესა თუ ის ბიულეტენი და ჩვენი წარმომადგენლები ასეთ შემთხვევებზე საჩივრებს წერენ.

„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, რომ ასეთი პრაქტიკა აღკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობას სერიოზული პრობლემა ექმნება და მეორე, ძალიან სერიოზული პრობლემა დაფიქსირდა რამდენიმე უბანზე, ესაა, ვაკის 54-ე და გურჯაანის 31-ე უბნები, სადაც ვხედავთ პრაქტიკას, რომ „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები, როდესაც ბიულეტენს ამომრჩეველს აძლევენ, ისე ახევენ, რომ მასზე ორი ნომერი მოხეულია, ანუ ამომრჩეველს ბიულეტენს ორი ნომრის გარეშე აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაცია შემოგვდის“,- განაცხადა კაპანაძემ.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

თეგები: 2020 წლის არჩევნებისერგი კაპანაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
784
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
825
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია