fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას განსაკუთრებული სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს – კობახიძე

18:23 ივნისი 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ამ დოკუმენტის პარლამენტის მიერ მიღების განსაკუთრებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობას, მათ შორის, პირველ რიგში, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარების პროცესი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განცხადა.

 

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს –  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

ირაკლი კობახიძის თქმით,  მე-9 მოწვევის პარლამენტმა გაატარა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა  ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ქვეყანა  სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა. დეპუტატის განცხადებით, ერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადა.

„წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება შესაბამისი ვადის გადმოწევას. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის დანერგვას. ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, სისტემა, რომელიც დაინერგება, იქნება შედეგობრივად იდენტური იმ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისა, რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან. კერძოდ, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით და რაც შეეხება ჩვენს მიერ წარმოდგენილ სისტემას, ეს არის 120/30-ზე სისტემა  1%-იანი საარჩევნო ბარიერით. ის იძლევა, პრაქტიკულად, იდენტურ შედეგს მმართველი პარტიისთვის და ოპოზიციისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი არსი და დეტალები განმარტა. მისი თქმით, ინერგება ახალი გადანაწილება პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის – 120 დეპუტატი აირჩევა პროპორციული, ხოლო 30-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.  ასევე, შემოთავაზებულია 1 %-იანი საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის. ამას გარდა, ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი საარჩევნო სისტემაში. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ბლოკებისთვის დანერგილია დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ, რამდენი პარტიაც არის წარმოდგენილი ბლოკში,  შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს.

„რაც შეეხება თვითონ მანდატების განაწილების ფორმულას, არის იმის იდენტური, რაც ჩვენ გვაქვს დადგენილი კონსტიტუციის ძირითად ტექსტში, ანუ, მრავლდება 120-ზე, იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. რჩება გაუნაწილებელი მანდატები, თუმცა, ეს შეიძლება იყოს, როგორც წესი, 1-2 მანდატი, რომელიც დარჩება გაუნაწილებელი და ამ შემთხვევაში, ეს მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის პრინციპით, რაც არის ასევე შესაბამისობაში საუკეთესო დასავლურ და კონსტიტუციურ პრაქტიკასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ჩამკეტს, დეპუტატმა განაცხადა, რომ არის ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების პროცენტული წილი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული პროცენტული წილისა და ამ წილის ¼-ის ჯამს.

ირაკლი კობახიძემ განმარტებები გააკეთა პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე, არჩევნებში მონაწილეობის წესსა და პირობებზეც. მან ასევე აღნიშნა, რომ  მეშვიდე პუნქტში დადგენილია დროებითი რეგულაცია, რომლის მიხედვით, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ეს არჩევნები აღნიშნულ კანონპროექტში გათვალისწინებული სისტემით გაიმართება.

„აქვე არის ერთი დათქმა, რომლის მიხედვითაც, ასეთ შემთხვევაში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადა არის არა 4 წელი, არამედ ამაზე ნაკლები. მაგალითად, თუნდაც, 2023 წელს რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ამ საარჩევნო სისტემით, ამ შემთხვევაში, შესაბამისი პარლამენტის უფლებამოსილების ვადაც კი იქნება ამ შემთხვევაში, 1 წელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

თეგები: ირაკლი კობახიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

დეკემბერი 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 30, 2021
805
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია