„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა გადასატანი ყუთის საშუალებით მიიღო.
შეგახსენებთ, ხაზარაძეს კორონავირუსი 18 ოქტომბერს დაუდასტურდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს.
საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს.
პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე










