fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება, თავისუფალი ვაჭრობა და ლუსტრაციის კანონის მიღება – მამუკა ხაზარაძის ინიციატივა

13:31 ნოემბერი 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
779
ნახვა

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე 3 ინიციატივას ასახელებს და მრგვალი მაგიდის ფორმატში ყველა დაინტერესებულ მხარეს იწვევს.

Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

“საქართველოსა და რეგიონში, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას.

სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ემატება რუსეთის, ოკუპანტი სახელწიფოს მძლავრი გავლენა, რომელსაც ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. მეხუთე კოლონა, რომელსაც საქართველოში ფესვები შეუზღუდავად აქვს გადგმული და გადასულია საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაზე.

ღიად პრორუსული ძალები და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებისა თუ სხვადასხვა საზოგადოებრივ პლატფორმებზე არიან მოკალათებული, დაუფარავად ცდილობენ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნონ.

ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” მიერ წარმოებული პოლიტიკური პროცესი დიდი ხანია ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიულ ხაზებს კვეთს.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, “ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის”

მძლავრი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება:

1. საქართველოში აშშ-ს სამხედრო ობიექტების განლაგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკანონმდებლო ასევე ეკონომიკური კუთხით.

2. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედება, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და მის მოქალაქეებს მისცემს სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებას.

3. “ლუსტრაციის კანონი” – ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღება – მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატში ამ და სხვა საკითხების საფუძვლიანად მოსამზადებლად და განსახორციელებლად.

ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა იყოს ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვჭირდება ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, დასავლელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ინტენსიური მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად და რეალურ ცხოვრებაში განსახორციელებლად.

საქართველოს აქვს შანსი გახდეს ძლიერი ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც მიმზიდველი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის, როგორც სანდო მოკავშირე და პარტნიორი,”-წერს ხაზარაძე.

თეგები: მამუკა ხაზარაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მხოლოდ სირცხვილი არ არის ის გრძნობა, რომელიც გეუფლება ასეთი კადრების ნახვის დროს – მამუკა ხაზარაძე 

ნოემბერი 11, 2021
882
მთავარი ამბავი

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა

ოქტომბერი 31, 2021
875
პოლიტიკა

თუ სააკაშვილის ვიდეო ნამდვილია, ეს იმის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არც შსს და არც უსაფრთხოების სამსახური – მამუკა ხაზარაძე 

ოქტომბერი 1, 2021
810

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია