შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მაოდგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, გლდანში „პუბლიკას“ ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს ახალი მუხლი დაემატა, რაც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულიოსხმობს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში „პუბლიკას” ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს“,- განაცხზადა კახაბერ საბანაძემ.
მისივე თქმით, ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოკითხვა.











