ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ,,ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ქართული ოცნების” მიერ მიღებული ხმები ასე გამოიყურება:
№1 – ბაგრამის საავიაციო ბაზა – 93% (697 ხმა); №2 – მაზარ-ი-შარიფი – 84,7 % (111 ხმა).
მათივე ინფორმაციით, „ბაგრამის საავიაციო ბაზაზე № 1 საარჩევნო უბანი და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ № 2 საარჩევნო უბანი საქართველოს დროით 20:00 დაიხურა და საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართა.
არჩევნების დასრულების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურად წარგზავნილმა ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები და ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი ელექტრონულად გაუგზავნა“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











