fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჩამიტაროს პატარა კოცონთან თამაში – ანა დოლიძე

23:53 ნოემბერი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები გააყალბა. ცოტა ხნის წინ ის ცესკო-ს შენობასთან მივიდა, სადაც შესვლის საშუალება არ მისცეს.

„სად ვცხოვრობთ ხომ ჩანს, ცესკო გარდაქმნილია ინსტიტუტად, რომელსაც საღამოს, ბავშვთან ერთად გამოსული ერთი მოქალაქისაც ეშინია. სამარცხვინოა! სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩამოშორებული ვიყავი საარჩევნო პროცესებს პირადი ტრაგედიის გამო, რადგან გარდამეცვალა ოჯახის წევრი.

როგორც ჩანს, ამ პერიოდის განმავლობაში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჩამიტაროს პატარა კოცონთან თამაში (დიდუბე-ჩუღურეთს ვგულისხმობ) მაშინ, როდესაც ქვეყანაში დანთებულია დიდი ცეცხლი. ეს დიდი ცეცხლი არის ის, რაზეც მე ვყვიროდი 31 ოქტომბრის 20:00 საათიდან, როცა მივედი ისნის მეოთხე საარჩევნო უბანზე და ვნახე, რომ ცესკო, რომელსაც ერთი მოქალაქისაც ეშინია, დილით უბანზე მისულ ამომრჩეველს სახლში უშვებდა.

2 დღის განმავლობაში ჩემი კამპანია არ გაჩერებულა სარჩელების წერით, 2 დღეა არ მომიკლია ამ ორგანოსთვის ყურადღება იმის ჩვენებით, რომ ხან „კაწროს“ მოყვანით, ხან ჩემი წარმომადგენლების ცემით, ხან ხალის უბნიდან გატრიალებით , ხან ფულის ჩაჯიბებით, ხან ძველი ბიჭებით, ამ ორგანომ ხელისუფლების სასარგებლოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გააყალბა არჩევნები“,- განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძე არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

„დიდუბე-ჩუღურეთი არის ერთ-ერთი კერა, სადაც არჩევნები გაყალბდა, სადაც ამ შენობაში მოთავსებულმა კუდიანებმა გააყალბეს არჩევნები. დღეს თავიანთი მაქინაციებიც ცდილობენ, მეც ჩამითრიონ ბრძოლაში. პირველივე დღიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ვამბობ, ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური“, – განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ცესკომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქთან დაკავშირებით მონაცემები შეცვალა.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 104-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლის შედეგად, 20,99 %-იანი მხარდაჭერით (14 438 ხმა) მეორე ადგილზე ოპოზიციონერი დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე იმყოფებოდა, რომელიც მხოლოდ 9 ხმით (14 429 ხმა, 20,97 % ) უსწრებდა გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცესკომ საიტზე მონაცემები შეცვალა, რითაც მეორე ადგილზე უკვე ზურაბ ჯაფარიძეა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, ჯაფარიძემ 21,09 % (14529 ხმა) მიიღო, ანა დოლიძემ კი 20,96 % (14438 ხმა).

ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე

 

თეგები: ანა დოლიძეცესკო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ნოემბერი 13, 2021
809
მთავარი ამბავი

1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

ოქტომბერი 31, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

ოქტომბერი 31, 2021
826

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია