„მათ იციან, რომ მეორე ტურში დამარცხდებიან და ურჩევნიათ არ მიიღონ მონაწილეობა“,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების მეორე ტურში არ მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც თალაკვაძე ამბობს, ოპოზიციის ქმედება არის პოლიტიკური კაპიტულაცია.
„ოპოზიციის ის ნაწილი, ვისაც მეორე ტურებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, პროპორციულ სიით უკვე არიან შესული პარლამენტში. მათ მეორე ტურში გამარჯვების იმედი არ აქვთ. არჩევნებთან დკავშირებულ ამ საკითხებს ისინი აფორმებენ თითქოს იმით, რომ მეორე ტურში არ მიიღებენ მონაწილეობას.
სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური კაპიტულაცია მეორე ტურის წინ. მათ იციან, რომ მეორე ტურში დამარცხდებიან და ურჩევნიათ არ მიიღონ მონაწილეობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.











