უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
„არ არსებობს მსოფლიოში ვინმე ქუდბედიანი, ვისთვისაც COVID-19 შესაძლოა საფრთხე არ იყოს. მიუხედავად ყველა საკარანტინო ღონისძიებისა, მეც დადებითი პასუხი მივიღე. სიცხე მაქვს 37,5, ყველას ვუსურვებ 36,6-ს! თუმცა, თავს კარგად ვგრძნობ. გპირდებით იზოლირებას და ვაგრძელებ მუშაობას. უმრავლესობა ამარცხებს COVID-19-ს. მეც გავივლი ამას. ყველაფერი კარგად იქნება“ – წერს ის სოციალურ ქსელში.
ზელენსკის მეუღლემ, ელენა ზელენსკაიამ კორონავირუსი ივლისში დაამარცხა. მან ამბულატორული მკურნალობა გაიარა, თუმცა, მოგვიანებით საავადმყოფოში მაინც მოხვდა. თავად უკრაინის პრეზიდენი კი მაშინაც ორკვირიან იზოლაციაში იმყოფებოდა.
უკრაინაში კორონავირუსი სულ 469 018 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა – 209 143, გარდაიცვალა – 8 565 ადამიანი.
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, გუშინ უკრაინაში აკრძალეს გეგმიური ოპერაციები და ჰოსპიტალიზაცია.











