ინფორმაცია მივიღე, რომ ჩვენს ქვეყანაში, 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ინფორმაცია მივიღე, რომ ჩვენს ქვეყანაში, 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. ჩვენ არა მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ხმოვანი ჩანაწერებიც გვაქვს, რომელშიც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას განიხილავენ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ოლიგარქი რინატ ახმეტოვის გარემოცვა მონაწილეობს. მისი თქმით, მას არ სჯერა, რომ თავად ახმეტოვი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში მონაწილეობს.
„ვფიქრობ, ეს ოპერაციაა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მის ჩათრევას ცდილობენ. ვფიქრობ, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან არ შეიძლება შენს ხალხსა და პრეზიდენტს ეომო, რომელიც უკრაინელმა ხალხმა აირჩია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებას შესაბამისი აუდიოჩანაწერი აქვს, რომელშიც სახელმწიფო გადატრიალების საკითხი განიხილება, თუმცაის არ არის მზად, ამ საქმის დეტალებზე ისაუბროს.











