თეთრი სახლის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა დღეს გაიმართება.
ინფორმაცის ამის შესახებ TASS-ი ავრცელებს.
მანამდე ზელენსკი უკვე იმყოფებოდა პენტაგონში, სადაც შტატებისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავდაცვის სფეროში უკრაინისა და შტატების თანამშრომლობაში ახალი ეტაპი დაიწყო.











