აშშ-ის გენერალური პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. შესაბამისი განკარგულება აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა უკვე გასცა. ინფორმაციას AP-ი ავრცელებს.
უილიამ ბარმა ფედერალურ პროკურორებს მიანიჭა უფლებამოსილება, რათა მათ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევების შესაძლო შემთხვევების შესახებ გავრცელებული ცნობები შეამოწმონ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებზე უპრეცედენტო და უკანონო დარღვევები დაფიქსირდა.











