ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” მოთამაშეები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის ინფორმაციით, ვირუსი 12 ფეხბურთელს აღმოაჩნდა, აქედან ორი უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან. მათი ინფიცირების წყარო უცნობია.
აღნიშნული ფაქტის გამო, კლუბმა რამდენიმე თამაში გააუქმა.
ქუთაისის “ტორპედოს” მომდევნო შეხვედრა ეროვნულ ჩემპიონატში 26 ნოემბერს აქვს ჩანიშნული.











