თამარაშვილზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია. 7-სართულიან კორპუსში ცეცხლი ბოლო სართულზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები მეზობელი აივნებიდან ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.
ცეცხლი ნაწილობრივ ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მომენტში საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც 112-ის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.
სააგენტო “პრაიმტაიმნიუსი” დამატებით დეტალებს შემთხვევის ადგილზე არკვევს.
პირდაპირი ეთერი










