ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, დავით სერგეენკო თამარაშვილზე მივიდა, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი მოხდა.
როგორც დავით სერგეენკო ამბობს, ის მეორე სადარბაზოში ცხოვრობს, თუმცა არ იცნობს მეზოლებს, ვისაც სახლი დაეწვათ.
„გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც კვამლით გაიგუდა. სამწუხაროდ ჯერ დეტალები არ ვიცი, რამ გამოიწვია ხანძარი. ძალიან ვწუხვარ, ჩემი მეზობლები არიან, მეც აქ ვცხოვრობ ამავე სახლში. ძალან სამწუხარო ამბავია.
მითხრეს სახელი და გვარი, მაგრამ არ გამიგია. გასული ვიყავი და როგორც კი მითხრეს შემოვედი ეზოში, გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობ და ჯერ არ ვიცი სხვაგანაც რამე დაზიანება არის თუ არა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ხანძარი თამარაშვილზე დაახლოებით 14:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.