დღეს უსკოში სხდომა აქციისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმა უსკოს შენობასთან საარჩევნო ოქმები მიიტანეს და გამოფინეს. ისინი შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
„ბიულეტენები არის გაყალბებული, მოპარული, გაუქმებული და ბათილი იმისათვის, რომ როგორმე ამ ადამიანებს მოეპარათ ჩვენთვის ხმები და მიეღოთ უმრავლესობა. მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვაბთ ბოლომდე, დავიცავთ თითეული ადამიანის ხმას და მათ არჩევანს. აუცილებლად მოუწევთ არჩევნების ჩატარება განმეორებით, აუცილებელია ცესკოს მდივნის გადაყენება და ახალი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების ჩატარება”- აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის არჩევნებში აჭარაში 5% ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ” და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გადალახა. თუმცა პროტესტის ნიშნად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს უმაღლესი საბჭოს მანდატებზე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











