ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებას ინდოელი ჯარისკაცების მიერ მოწყობილ „მიზანმიმართული პროვოკაციას“ უწოდებს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჩჟაო ლიცზიანის თქმით, ინდოელი ჯარისკაცები ჩინეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და „სასტიკი ფიზიკური კონფლიქტები“ გამოიწვიეს.
„ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, ინდოელი მესაზღვრეები ძალადობრივად დაესხნენ თავს მოსალაპარაკებლად მისულ ჩინელ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რამაც ფიზიკური დაპირისპირება და მსხვერპლი გამოიწვია“,- განაცხადა ჩჟაო ლიცზიანმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს საზოგადოებისთვის დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია.
ცნობისთვის, 16 ივნისს, ქაშმირის რეგიონში, ლადახშის პროვინციაში ჩინელ და ინდოელ ჯარიკაცებს შორის შეტაკების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ – ინდოეთ-ჩინეთის სასაზღვრო დავა – ხანგძლივი კონფლიქტის ისტორია











