fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ინდოეთ-ჩინეთის სასაზღვრო დავა – ხანგძლივი კონფლიქტის ისტორია

15:48 ივნისი 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

ინდოეთისა და ჩინეთის დაპირისპირებისას ჰიმალაის მთებში გამავალ საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 20 ინდოელი სამხედროს დაღუპვა ორივე ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის მრავალწლიანი შეტაკებების შემაძრწუნებელი კულმინაციაა.

თუმცა, აზიურ ძალებს შორის დაპირისპირება ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა და მას 40 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ორივე ბირთვული სახელმწიფო მართულია ნაციონალისტი ლიდერების მიერ, რომლებსაც სკეპტიკური განწყობის მქონე ამომრჩევლების წინაშე „კუნთების ათამაშება“ სურთ.

 

1914 -„საზღვარი, რომელსაც ჩინეთი არასდროს დათანხმდა“

 

კონფლიქტი 1914 წელს იწყება, როდესაც ბრიტანეთის, ჩინეთის რესპუბლიკისა და ტიბეტის წარმომადგენლები შიმლაში ( რომელიც ახლა ინდოეთის ტერიტორიაა) შეიკრიბნენ. შეხვედრაზე უნდა განსაზღვრულიყო ტიბეტის სტატუსი, ჩინეთსა და ბრიტანეთის ინდოეთს შორის საზღვრები.

ჩინეთმა ხელშეკრულაზე – ტიბეტი ავტონომიური და ჩინეთის კონტროლქვეშ ყოფილიყო, ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. თუმცა, ბრიტანეთმა და ტიბეტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომ დაარსებულიყო „მაკმაჰონის ხაზი“.

ინდოეთი ირწმუნებოდა, რომ „მაკმაჰონის ხაზი“ (550 მილის საზღვარი), რომელიც ჰიმაიალმდე გრძელდება, ჩინეთსა და ინდოეთს შორის ოფიციალური იურიდიული საზღვარი იყო.

თუმცა, ჩინეთს ეს არასოდეს მიუღია.

1962 – ჩინეთ-ინდოეთის ომი

 

1947 წელს ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ორი წლის შემდეგ ჩინელმა რევოლუციონერმა, მაო ძედონმა ქვეყნის კომუნისტური რევოლუციის დასრულება გამოაცხადა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაარსა.

მაშინვე ორმა ქვეყანამ (ჩინეთმა და ინდოეთმა) საზღვრებზე დავა დაიწყო. დაძაბულობა განსაკუთრებით 1950-იან წლებში გამწვავდა. ჩინეთი ამტკიცებდა, რომ ტიბეტი დამოუკიდებელი არასდროს იყო და მას საერთაშორისო საზღვრის შესაქმნელად ხელშეკრულების გაფორმება არ შეეძლო. მშვიდობიანი მოლაპარაკებების რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

1962  წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ინდოეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი დაიწყო.

ჩინელმა სამხედროებმა „მაკმაჰონის ხაზი“ გადაკვეთეს და ინდოეთის ტერიტორიაზე პოზიციები დაიკავეს. ომი ერთ თვეს გაგრძელდა. დაიღუპა 1 000-ზე მეტი ინდოელი ჯარისკაცი, ხოლო 3 000 ტყვედ ჩავარდა. ჩინეთის მხრიდან ომს 800 მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნომებრის თვეში ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ჩჟოუ ენლაიმ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა და არაოფიციალურად საზღვარი  იმ ტერიტორიამდე გადაწია, რომელიც ჩინეთის ჯარებმა დაიპყრეს. ამას ეწოდებოდა ე.წ. ფაქტობრივი კონტროლის ხაზი.

1967 – ინდოეთი ჩინეთს უკან აბრუნებს

 

1967 წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისევ დაიძაბა: ორი მთის – ნათუ-ლასა და ჩოლას გასწვრივ, რომლებიც აკავშირებდნენ სიკიმს – მაშინდელი ინდოეთის სამეფოსა და პროტექტორატსა და ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდოეთის ჯარებმა იმ ადგილას, რომელსაც ისინი საზღვრად მიიჩნევდნენ, მავთულხლართების განთავსება დაიწყეს.  დაპირისპირება მალევე გამწვავდა – ჩინეთის სამხედრო ნაწილებმა ინდოელებს საარტილერიო ჭურვების სროლა დაუწყეს. კონფლიქტის შედეგად 150 ინდოელი და 340 ჩინელი სამხედრო დაიღუპა.

ინდოეთმა გაიმარჯვა, გაანადგურა ჩინეთის სიმაგრეები ნათუ-ლაში და აიძულა ისინი ჩოლას მახლობლად თავის ტერიტორიას დაბრუნებოდნენ.

პოზიციების ცვლილება ნიშნავდა იმას, რომ ჩინეთსა და ინდოეთს ფაქტობრივი კონტროლის ხაზის ადგილმდებარეობის შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი ჰქონდათ.

ეს დაპირისპირება ითვლებოდა ბოლო შეტაკებად, როდესაც მსხვერპლი ორივე მხრიდან იყო. მანამდე, სანამ სამშაბათს გალვანის ხეობაში ინდოელ და ჩინელ სამხედროებს შორის დაპირისპირების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპებოდა.

 

1987 – უსისხლო შეტაკებები

 

ბოლო შეტაკებიდან 20 წლის შემდეგ ჩინეთი და ინდოეთი ერთმანეთს სადავო საზღვრის თემაზე კვლავ დაუპირისპირდნენ.

1987 წელს ინდოეთის სამხედრო ჯარები სასწავლო ოპერაციას ასრულებდნენ, რომ გაეგოთ რამდენად სწრაფად შეძლებდა ჯარი საზღვარზე გადასვლას. ჩინეთის სადარაჯოების მიმდებარედ ჯარების დიდი რაოდენობის დანახვამ ჩინეთის მეთაურები გააკვირვა.

თუმცა, ორივე ქვეყანამ ომის უნებლიედ დაწყების საშიშროება გააცნობიერა და კრიზისი თავიდან აიცილა.

 

2013 – დაულატ ბეგ ოლდი 

 

ათწლეულების შემდეგ ჩინეთის პოლიციის რაზმმა (ოცეულმა) 2013 წლის აპრილში დაულატ ბეგ ოლდისთან (სამხედრო ბაზა ძველ სავაჭრო გზაზე ინდოეთში) ახლოს ბანაკი გააკეთა. ინდოელებიც მათ მიყვნენ და თავიანთი ბაზა მათგან 1 000 ნაბიჯის დაშორებით გააკეთეს.

მოგვიანებით ბანაკები ჯარებითა და მძიმე აღჭურვილობით მოამარაგეს.

მაისში კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ბანაკის დემონტაჟი გაეკეთებინათ. თუმცა, ფაქტობრივი კონტროლის ხაზის ადგილმდებარეობის შესახებ დავები ორ ქვეყანას შორის კვლავ გაგრძელდა.

 

2017 – ბუტანი კონფლიქტის შუაში აღმოჩნდა 

 

2017 წლის ივნისში ჩინეთმა გზის მშენებლობა დოკლამის პლატოზე (ჰიმალაის მხარე) დაიწყო, რომელსაც არა ინდოეთი, არამედ მისი მოკავშირე ბუტანი აკონტროლებდა.

ცნობისთვის, დოკლამის პლატო ჩინეთისა და ბუტანის საზღვარზე მდებარეობს. თუმცა, ინდოეთი მას ბუფერულ ზონად მიიჩნევს, რომელიც ჩინეთთან სადავო სხვა ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს.

ამიტომ, ინდოეთის ჯარებმა აიღეს იარაღი, მოემზადნენ და ჩინეთს გზის განადგურების მიზნით შეუტიეს.

დაპირისპირების შედეგად ორივე მხარის მხრიდან ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაშავდა. აგვისტოში ორივე ქვეყანა შეთანხმდა ტერიტორიები დაეტოვებინათ. ჩინეთმა კი გზის მშენებლობა შეაჩერა.

 

2020 – შეტაკება ინდოეთისა და ჩინეთის საზღვარზე სამხედროებს შორის 

 

მაისში ინდოეთსა და ჩინეთს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. ერთ-ერთი შეტაკება პანგონგ ცოს ტბასთან მოხდა. შეტაკების დროს ინდოელი სამხედროები იმდენად დაშავდნენ, რომ მათი თვითმფრინავით ევაკუაცია გახდა საჭირო. ინდოელი ანალიტიკოსების თქმით, შეტაკებისას ჩინელი ჯარისკაცებიც დაშავდნენ.

მომხდარის შემდეგ, ინდოელი ექსპერტების თქმით, ჩინეთმა თავისი ძალები სატვირთო მანქანებით, საარტილერიო და ჯანშანტექნიკით მოამარაგა.

დონალდ ტრამპმა ქვეყნებს შუამავლობა შესთავაზა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.

შეტაკების მეორე სერია 16 ივნისს მოხდა. შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა. შეტაკების შემდეგ  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინდოეთთან საზღვარზე ვითარების დეესკალაციაზე შეთანხმდნენ.

ჩინეთის პირველმა დიპლომატმა და სახელმწიფო მრჩეველმა, ვან იმ სატელეფონო საუბრის დროს ინდოეთს კონფლიქტის გაღვივებაზე პასუხისმგებელი პირების მკაცრი დასჯა მოსთხოვა.

 ნინი ტაველიძე, PTN.GE
თეგები: დაპირისპირებაზელიმხან ხანგოშვილიინდოეთისასაზღვრო დავაჩინეთი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იანვარი 3, 2022
858
მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა

დეკემბერი 13, 2021
1.3k
მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 83  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დეკემბერი 9, 2021
840

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია