ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინდოეთთან საზღვარზე ვითარების დეესკალაციაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთის პირველმა დიპლომატმა და სახელმწიფო მრჩეველმა ვან იმ სატელეფონო საუბრის დროს ინდოეთს კონფლიქტის გაღვივებაზე პასუხისმგებელი პირების მკაცრი დასჯა მოსთხოვა.
შეგახსენებთ, რომ ქაშმირის რეგიონში ინდოელ და ჩინელ სამხედროებს შორის დაპირისპირების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა.











