fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„დღეს არსად ვიგრძნობდი თავს ისე უსაფრთხოდ, როგორც თბილისში“ – გაეროს ელჩი

18:33 ივნისი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
846
ნახვა

„დღეს არსად ვიგრძნობდი თავს ისე უსაფრთხოდ, როგორც თბილისში“,- გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ღირსეული ბრძოლისა და კრიზისის ეფექტიანი მართვის გამო საქართველო შეაქო.

„ჩემი აზრით, საქართველოს ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ სამაგალითო იყო. დააკვირდით ციფრებს; დღემდე საქართველოში რეგისტრირებულია COVID-19-ით ინფიცირებულთა 908 შემთხვევა, დაღუპულია 14. მეზობელ სომხეთში კი, სამწუხაროდ, თითქმის იმდენი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში, რამდენიც საქართველოში მთელი ხუთი თვის განმავლობაში. ვირუსს ეფექტურად ებრძვის ახალი ზელანდიაც, კუნძულზე მდებარე სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის რაოდენობა საქართველოზე ოდნავ მეტია, ხოლო სიმდიდრის მაჩვენებელი საქართველოსთან შედარებით გაცილებით მაღალია. იქ დაფიქსირდა 1 504 შემთხვევა და დაიღუპა 22 ადამიანი, სანამ ვირუსი სრულად აღმოიფხვრებოდა – ამ თვის დასაწყისისთვის.

ეს რიცხვები ნათელს ხდის, თუ რატომ არ დავიღლები საქართველოსთვის მადლობის გამოცხადებით ან იმის გამეორებით, რომ დღეს არსად არ ვიგრძნობდი თავს ისე უსაფრთხოდ, როგორც თბილისში“,- ამის შესახებ  გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა ჟურნალ „დიპლომატთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვინტონმა ასევე სიფრთხილის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ბრძოლის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, მართალია, ერთეულებით, მაგრამ ყოველდღიურად იზრდება. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გატარებული მკაცრი ზომები დამაიმედებელია. ასევე აუცილებელია, რომ ყველა კვლავ ფხიზლად იყოს, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ცდუნება, რომ მეგობრებისა და ოჯახის წრეს დავუბრუნდეთ ქართული კულტურის შესაბამისად.

COVID-19 როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ასევე განვითარების გამოწვევაა. არსებითად, ქვეყნებს მოუწიათ, შეეჩერებინათ თავიანთი ეკონომიკა ხალხის სიცოცხლის დასაცავად. ჩვეულ რიტმში დაბრუნება არც ისე ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საზღვრები ჯერ კიდევ დახურულია და ხალხი ყოყმანობს, განაახლოს თუ არა ნორმალური სოციალური ცხოვრება. ამავე დროს, ჩვენ უკვე ვხედავთ უზარმაზარ ზარალს, რაც გამოიწვია ეკონომიკის გაჩერებამ დაკარგული შემოსავლების სახით, რაც ათასობით ადამიანის ცხოვრებაში ნიშნავს მკვეთრ დაღმასვლას სიღარიბისკენ.

საქართველო ამ კუთხით განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. ჩაკეტილმა საზღვრებმა აქ და მთელ მსოფლიოში შეაჩერა ტურიზმი, რომელზეც ქვეყანა დამოკიდებულია და ის შეადგენს მშპ-ის მინიმუმ 20 პროცენტს. კრიზისი ასევე გავლენას იქონიებს ფულად გზავნილებზე, რომლებიც მშპ-ის 13 პროცენტს შეადგენს.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც პანდემიის დაწყებამდე მოსახლეობის 20 პროცენტი ისედაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, სოციალური დაცვის სისტემა კი იბრძოდა ყველაზე დაუცველი ოჯახების დასახმარებლად. უფრო მეტიც, საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობა ან თვითდასაქმებულია ან არაფორმალურ სექტორში მუშაობს და, შესაბამისად, ნაკლებად დაზღვეულია კრიზისული სიტუაციების დროს.

მთავრობამ აღიარა ეს გამოწვევები და თავის ანტიკრიზისული გეგმაში ეკონომიკის ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სექტორებსა და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე მობილიზება გაუწია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორმხრივი მოკავშირეების დაფინანსებას. შეიძლება ითქვა, რომ ჯერჯერობით ეს პროცესი სწორი მიმართულებით წარიმართება.

თუმცა, გრძელვადიანი თვალსაზრისით, პანდემიამ გამოავლინა საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული დაუცველობა და საჭიროება, რომ ეკონომიკა დივერსიფიცირდეს ტურიზმის მიღმა. ამ გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ როგორც სწრაფი რეაგირების აუცილებლობას, ისე თამამი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. როგორც ნათქვამია, „სასოწარკვეთილი დრო სასოწარკვეთილი ზომების გატარებას მოითხოვს“. როგორც გაეროს წამყვანი სააგენტო სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის საქმეში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მზად არის, მხარი დაუჭიროს თავის პარტნიორებს საქართველოს განვითარების გზების უშეცდომო გადაფასებაში“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

თეგები: ლუიზა ვინტონი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჩემთვის სიამოვნებაა გაეროს განვითარების პროგრამის სახელით საქართველოს მთავრობის შექება – ლუიზა ვინტონი

ივლისი 31, 2020
798
მსოფლიო

გაეროს ელჩი: კორონავირუსის პანდემიაზე საქართველოს პასუხი სანიმუშო იყო

ივლისი 2, 2020
875

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია