fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩემთვის სიამოვნებაა გაეროს განვითარების პროგრამის სახელით საქართველოს მთავრობის შექება – ლუიზა ვინტონი

14:52 ივლისი 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
798
ნახვა

„ჩემთვის სიამოვნებაა გაეროს განვითარების პროგრამის სახელით  საქართველოს მთავრობის შექება და მილოცვა პანდემიაზე რეაგირების გამო. მიმაჩნია, რომ ვინც რიცხვებს შეხედავს და შეადარებს რეგიონის შედეგებს ან გლობალურ მაჩვენებლებს, კარგად დაინახავს, რომ საქართველო ჭეშმარიტად წარმატებული ქვეყანაა“, – ამის შესახებ გაეროს მუმდივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლუიზა ვინტონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი.

„ჩვენ ვგლოვობთ საქართველოში გარდაცვლილებს და გული შეგვტკივა იმ პირებისთვის, ვინც ამ ვირუსს ებრძოდა. რიცხვები იმდენად დაბალია, რომ ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე: საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი. ვიცით, რომ ბრწყინვალე ეპიდემიოლოგები ჰყავს ქვეყანას, რომლებიც უკვე ეროვნულ გმირებად აღიქმებიან. მთავრობა უსმენდა მეცნიერებს. ეს ძალიან ნათელი იყო. საქართველოს ასევე ვულოცავ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დამყარებულ ძლიერ კავშირს. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც პანდემია კონტროლს გასცდა, ქართველები უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ხელისუფლების მითითებებს. მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს, რადგან ვხედავთ, რომ ხალხი მოეშვა. იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაემორჩილებიან მითითებებს. კარგად ვხედავთ, რომ ამ ნიშნით და ამ მომენტამდე საქართველო წარმატებული ქვეყანაა“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ფონზე გაეროს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებები, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დიდი დაინტერესებით ერთვებიან კვლევაში, რომელიც გააანალიზებს საქართველოს გამოცდილებას და ნახავს რა გაკეთდა კარგად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ.

„პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს მინდა ხოტბა შევასხა გახსნილობისთვის და იმ სურვილისთვის, რომელიც გამოხატა არა მარტო წარმატების ფაქტორების შესწავლის მიმართ, არამედ იმ მიმართულებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს განსხვავებულად მეორე ტალღის ან სხვა კრიზისების შემთხვევაში.

გაეროს განვითარების პროგრამისა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებების სახელით მდგრადი განვითარების მიზნების ფონზე და განსაკუთრებით იმ სულისკვეთებით, რომ არავინ გამოგვრჩეს, ძალიან ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას მოწყვლადი ჯგუფების გამოცდილების გაანალიზების მიმართ, რადგან ისინი პანდემიის პერიოდში შესაძლოა გაზრდილი რისკების ქვეშ იმყოფებოდნენ. შესწავლილი იქნება მიზეზ-შედეგობრივი უთანასწორობის ფაქტორები. ეს არა მარტო იმისთვის არის საჭირო, რომ დავინახოთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში არა მარტო პანდემიის კონტექსტში, არამედ ასევე ნებისმიერი სამომავლო უთანასწორობასა და მარგინალიზაციის მიმართებით.

ახალი სლოგანი გვაქვს გაეროში და ადრე არსებულის ნაცვლად ფორმულირება მცირედით შეცვლილია. ადრე თუ ვამბობდით: უკეთ ვაშენოთ წარსული! ახლა ვამბობთ: უკეთ ვაშენოთ მომავალი!

არავინ გამოგვრჩეს და უკეთ ვაშენოთ მომავალი! საქართველოს ამგვარად  ეყოლება უფრო გამძლე და მედეგი საზოგადოება მომავალში“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

თეგები: ლუიზა ვინტონიპანდემია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჯანმო: არსებულმა კოვიდ ვაქცინებმა ადამიანები ომიკრონი ვარიანტი მძიმე ფორმების განვითარებისგან უნდა დაიცვან

დეკემბერი 8, 2021
847
მსოფლიო

WHO-ს ხელმძღვანელი: კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გაჩენა იმის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ კორონავირუსი არ დასრულებულა

ნოემბერი 30, 2021
796
მთავარი ამბავი

პანდემიამ გლობალური ტურიზმი 2 ტრილიონი დოლარით დააზარალა

ნოემბერი 29, 2021
1.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია