არსებულმა კოვიდ ვაქცინებმა ადამიანები ომიკრონი ვარიანტი მძიმე ფორმების განვითარებისგან უნდა დაიცვან,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.
ჯანმოს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ომიკრონი ვაქცინების ეფექტურობას ამცირებს და მათ მიმართ რეზისტენტულია.
„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ეფექტური ვაქცინები, რომლებმაც აქამდე ვირუსის სხვდასხვა შტამებით ინფიცირების დროს ადამიანები კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებისგან დაიცვა. ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ ომიკრონის შემთხვევაში სიტუაცია სხვანაირი იქნება და ის ვაქცინებს „თავს დააღწევს. ისევე როგორც არ გვაქვს არანაირი საბუთი იმის, რომ ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით დაავადების მძიმე ფორმებს იწვევს“,- განაცხადა რაიანმა.











