ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც დათმობაზე წასვლას არ აპირებს, ეს კი მსოფლიოსთვის „საშინელი გზავნილია“. ჯო ბდაიდენი ტრამპს ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტად მოიხსენიებს. ამის შესახებ უცოური მედია წერს.
„ის საშინელ შეტყობინებას გზავნის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ქვეყანა და ძალიან საზიანო შეტყობინებებს უგზავნის დანარჩენ მსოფლიოს იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. მას გაიხსენებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტს ამერიკის ისტორიაში. ძნელი გასაგებია, თუ რას ფიქრობს ეს ადამიანი. უბრალოდ აღმაშფოთებელია ის, რასაც აკეთებს“,- ამბობს ჯო ბაიდენი.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. დონალდ ტრამპი მარცხის აღიარებაზე უარს ამბობს და არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.











