„მათ არ სურთ მეორე დამარცხების მიღება და ამის გაფორმება, აქედან გამომდინარე თავს იკავებენ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისგან“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
„როგორც ამერიკელები იტყოდნენ ეს კინო ნანახი გვაქვს, 2016 წელს იყო ზუსტად იგივე ვითარება, 2016 წელსაც უარი თქვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე, რაც არ არის სწორი ნაბიჯი, მათ არ სურთ მეორე დამარცხების მიღება და ამის გაფორმება, აქედან გამომდინარე თავს იკავებენ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისგან. ზედიზედ მეორე არჩევნებია ისინი ამას აკეთებენ, რაც არ არის ბუნებრივია სწორი ნაბიჯი და ეს არ არის ის ნაბიჯი რომლითაც პოლიტიკაში უნდა იმოქმედო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











