ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე, დათვლის პროცესში აღმოჩენილი საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენი, სავარაუდოდ, ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს წაიღო და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით გუშინ ურნაში მოათავსა.
„ფაქტი არის ერთი, რომ მსგავსი ტიპის ბიულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია. ისინი სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს, შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა გამოიყენა ეს ბიულეტენები”, – თქვა ნათია იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის უბანზე ხმების დათვლისას საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენი აღმოაჩინეს.












