„ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამი იყო“, – ასე შეაფასა ლევან ბერძენიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ მომხრეების შესახებ გაკეთებული განცხადება „ქრონიკასთან“ სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი შუბაშვილმა.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციის წახალისებას, შესაბამისი რეკომენდაციით მივმართავთ ხოლმე კონკრეტულ პირებს. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამი იყო“, – განაცხადა შუბაშვილმა.
ცნობისთვის, „ბლიკური პარტიის“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ „ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის“.











