„ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ მოსალოდენლი იყო მეორე ტალღა, რომელიც უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნებოდა, რომ გაიზრდებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ მოსალოდნელს გადააჭარბა რეალობამ, რამეთუ ადგილი ქონდა უპასუხისმგებლო ქმედებას პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან – ამის თაობაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
წამყავნის კითხავზე, რომ უპასუხისმგებლობას უწოდებს ოპოზიცია ხელისუფლების ამ განცხადებას დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა :
“შედეგი მეტყველებს იმაზე თუ სად არის უპასუხისმგებლობა! მრავალათასიანი მიტინგები, შეხლა-შემოხლა, ხშირად პირბადის გარეშე, არავითარი დისტანცირების დაცვა, პრაქტიკულად მოუწოდებდნენ მოსახლეობას ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოსულიყო, დიდ რაოდენობას საბედნიეროდ ვერ მიაღწიეს, მაგრამ ის რაოდენობა საკმარისი იყო ეპიდვითარება უფრო გაუარესებულიყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო- განაცხადა ხუნდაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას.











