საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ მან მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
„ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავყავით სასჯელაღსრულების სისტემაში, სამედიცინო დაწესებულებაში და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური შემადგენლისგან ვყოფილიყავით გათავისუფლებული. ვფიქრობ, ეს შევძელით და გვესაუბრა ჯანდაცვის საკითხებზე, შევხვდით იქ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს. შევხვდით მის პირად ექიმს და პარალელურ რეჟიმში მინისტრი ხვდებოდა მრავალპროფილური კონსილიუმის ჯგუფს. დღევანდელი განხილვის თემა იყო სუფთად ჯანდაცვითი. საყურადღებოა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე ვიტყოდი, რომ არ არის კატასტროფული, თუმცა არის საყურადღებო და ეს ყურადღება გრძელდება.
ლაბორატორიული მონაცემებითაც, მდგომარეობა დღეს, ამ წუთას არის დასტაბილურებული, თუმცა რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით სპეციალისტების კონსულტაციას და ჩვენ შვეთანხმდით, რომ ასეთი კონსულტაციები გაკეთდება. შევთანხიდთ, რომ ყველა საჭირო კვლევა, იქნება ეს ინსტრუმენტული, ლაბორატორიული თუ სხვა, რა თქმა უნდა, არაფერზე არ უნდა ეთქვას უარი საზიანოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის. შეფასდება საკითხები, რისი გაკეთება შეიძლება ადგილზე, რისი გაკეთება არის შესაძლებელი იმის ხარჯზე, რომ დაემატოს რესურსი, მაგრამ თუ საჭიროება დადგა, მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ამაზე ვიტყვით უარს. აქვე უნდა დაგვეხმარონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებიც, რომელთა ნაწილი თავისი შეძახილებით ახალისებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ შეწყვიტოს შიმშილობა. მრჩება ეჭვი, რომ ზოგიერთს პირად ინტერესში შედის კიდევ უფრო მეტად ვითარების დამძიმება. ყველამ უნდა მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომელიც გავა ერთადერთ, ყველაზე მნიშვნელოვან დაზღვევაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის და ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული.
მე აქვე ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ინტერესშია, რომ მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა იქნას შენარჩუნებული და ჩენ არ დავუშებთ, როგორც მის მიმართ რაიმე მძიმე შედეგის დადგომას, ასევე არ დავუშებთ არეულობის შემოტანას, რომლის ინტერესიც იკვეთება, სწორედ იმ ოპოზიციონერების შეძახილებში, რომლებიც პრაქტიკულად ახალისებენ, რომ არ შეწყდეს შიმშილობა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.











