თბილსის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების გამო პირველი დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს.
მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება.
სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს. ტრანსპორტისა და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უზუნველყოფენ.











