რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბესას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტო ტრანსპორტის მოძრაობა.
ამჟამად ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება.











