აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს, რომ ტრადიციული სადღესასწაულო შეკრებები ვირუსის გავრცელებისთვის იდეალური გარემოა. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ფაუჩი ამბობს, საჭიროა, რომ ამ დღესასწაულებზე განსხვავებულად მოვიქცეთ.
„სამწუხაროდ ეს ჩანს, როგორც შობის, ახალი წლის, ჰანუქას საწინააღმდეგო, რადგან ამ დროს გინდა მეგობრები, სითბო, ბუხარი, ერთად შეკრება. სამწუხაროდ, ეს არის იდეალური გარემო, რომ უსიმპტომო ადამიანებმა უნებლიეთ დააინფიცირონ ვინმე“, – აღნიშნა ფაუჩიმ.










