აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს – საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც აცრილები არიან და რომელთაც ბუსტერ დოზაც მიღებული აქვთ, შეიძლება, საახალწლო დღესასწაულები ოჯახებთან ერთად გაატარონ, თუმცა დიდი შეკრებები მათთვისაც არაა უსაფრთხო, ვინც ბუსტერ დოზა მიიღო.
მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი – „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო მსუბუქი მიმდინარეობისაა, თუმცა, სიფრთხილე მაინც საჭიროა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ასევე, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.