აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ რეზიდენციაში მივიდა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძეც, რომელმაც შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ვაშაძე უარყოფს გავრცელებულ ინფომაციას, იმის შესახებ, რომ ის პარლამენტში შესვლას აპირებს.
“სტრატეგია აღმაშენებელი” შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს, სამწუხაროდ ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით, ისევე როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.










