ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რამდენიმე პოზიცია დაახლოვდა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
„ბევრ საკითხზე შევაჯერეთ პოზიციები და ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, რომ არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ მეტ დროს დავუტოვებთ მათ, რომ მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. მათ არ შეუწყდებათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ამ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. ნებისმიერ დროს მათ შეუძლიათ დატოვონო ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვრ შედგა.











