საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა, მეექვსე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაწერა.
ემანუელ მაკრონი გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, ავიაკატასტროფაში გარდაცვლილები საფრანგეთის საჰაერო სამაშველო სამსახურის წევრები არიან.
შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენი სავოიის დეპარტამენტში ჩამოვარდა. ერთ-ერთმა მფრინავმა კატასტროფამდე განგაშის შეტყობინების გაგზავნა და კატაპულტირება მოასწრო.
Pour sauver des vies, ils prennent tous les risques. Ce soir en Savoie, 3 membres du Secours aérien français et 2 CRS Alpes ont succombé à un crash d’hélicoptère. Une personne, blessée, se bat pour vivre. Soutien de la Nation aux familles, amis et collègues de ces héros français.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) December 8, 2020











