კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საფრანგეთში ღამის კლუბები ერთი თვით დაიხურება.
ინფორმციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის თქმით, შეზღუდვა ძალაში 10 დეკემბრიდან შევა.
„ვირუსი ახალგაზრდებში ცირკულირებს და ასეთ ადგილებში პირბადის ტარება რთულია. კომპანიებს ეკონომიკურ მხარდაჭერას შევთავაზებთ, როგორც ეს წარსულში გავაკეთეთ“,- განაცხადა კასტექსმა.











