აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა იმ ადამიანებმაც უნდა გაიკეთონ, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
„ცნობილი არ არის, ვირუსის გადატანის შემდეგ, რამდენი ხანი გრძელდება იმუნიტეტი“,- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
როგორც ფაუჩი აღნიშნავს, ამ მიზეზის გათვალისწინებით კარგი იქნება, თუ კოვიდის ვაქცინას ვირუსგადატანილი ადამიანებიც გაიკეთებენ.










