fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გოგა ხაინდრავა: გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვიდან მიიღო დავალება – მოშორდეს გემს, რომელიც იძირება

14:39 დეკემბერი 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.7k
ნახვა

გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვიდან მიიღო დავალება, მოშორდეს გემს, რომელიც იძირება, პატრონებსაც აღარ სჭირდებათ, არც იქ და არც სხვაგან, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„რომელ ევროკავშირზე შეიძლება საუბარი და რომელ მომავალზე. „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის სამსახურში დგას, ამას ვამბობ 15 წელია და დღეს ეს აღარავისთვის ეჭვს არ იწვევს, ვის წარმოადგენენ ეს ბნელები და რას ემსახურება ეს გაშმაგებული შეტევა დასავლეთზე, ევროკავშირზე, ამერიკაზე, გერმანიაზე თავდასხმა, ეს ხომ ელემენტარულია. ელჩი არ წარმოადგენს საკუთარ თავს, ის წარმოადგენს ქვეყანას. როდესაც შენ ამბობ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მონაწილეობს ტყვეების გაყიდვაში და ტყვეებით ვაჭრობაში, ეს ნიშნავს, რომ ამაში მონაწილეობას აშშ. ვინ დამაჯერებს, რომ ეს არ ესმის იმას, ვინც ამას ამბობს ან იმ ბნელების თავყრილობას, რომლებიც შალიკოს ფანჩატურში იყრიან თავს. თუ იმ ქვეყნებმა ზურგი გაქციეს, მერე ერთი-ერთზე რჩები ამ გავეშებული დათვთან, რომლის წარმომადგენლებიც არიან და ამის მშვენიერი მაგალითი იყო, რომ ვაშაძემ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვიდან მიიღო დავალება, მოშორდეს გემს, რომელიც იძირება.

„ის გემი რომ იძირება, ამას ყველა ხედავს, ამოწურეს მათ რესურსი და პატრონებსაც აღარ სჭირდებათ, არც იქ და არც სხვაგან. იმ მომენტიდან, როცა ეს ბნელეთი შეიკრიბა ერთად და განახორციელეს ის, რაც ქნეს, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ პერსპექტივა ამ ფსევდოპოლიტიკურ ძალებს საქართველოში აღარ აქვთ. ჯერ გვერდზე გაწიეს და ახლა მთლიანად გააქრეს, რადგან როდის დასჭირდებათ თავისი ერთგული მსახური რუსეთის სპეცსამსახურებს, ჩვენ ამას დავინახავთ. ვაშაძე არსად არ გაქრება, მოვა დრო და გამოჩნდება ის, სადაც საჭირო იქნება იმ ძალებისთვის, ვინც მაგას მართავს. სამწუხაროდ, ამას არ ისმენს ქართული საზოგადოების ნაწილი და ყველაზე დიდი უბედურებაა ის, რომ ამ ბნელებს 500 ათასი უჭერს მხარს და დაახლოებით 200 ათასი ადამიანი იზიარებს მათ განწყობებს. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ დანარჩენ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ვინც ამ შალიკოს ფანჩატურში არიან შეკრებილები, ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამის მიზეზები განმარტა.

ვაშაძე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ არ შეუძლია იყოს იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის სურვილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.

თეგები: გოგა ხაინდრავაგრიგოლ ვაშაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გიორგი და გრიგოლ ვაშაძეები ერთიანდებიან – ახალი პლატფორმის „მესამე ძალა“ პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

აგვისტო 29, 2021
797
პოლიტიკა

თუ ხელისუფლებას დაწერილი აქვს 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე გასაგზავნი განცხადება, შეუძლია დაახვიოს და წაიღოს ეროვნულ არქივში – ვაშაძე

ივლისი 8, 2021
805
პოლიტიკა

ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ეს ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაადგეს – გრიგოლ ვაშაძე

ივნისი 24, 2021
903

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია