დღეს „ნაციონალურმა მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ნიკა მელისა და ლევან ვარშალომიძის კანდიდატურები შეარჩია.
„პრაიმტაიმნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ თვის ბოლოს პარტიის ყრილობაზე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილ პირი და მეგობარი ლევან ვარშალომიძე გახდება. მის კანდიდატურას პარტიის უმრავლესი ნაწილი უჭერს მხარს.
ის, რომ ვაშალომიძე პარტიის მომავალი თავმჯდომარე იქნება, ეჭვი არ ეპარება პოლიტიკის ექსპერტს, ვახტანგ ძაბირაძეს. მისი თქმით, ნიკა მელიას სააკაშვილის სრული მხარდაჭერა არ აქვს, რაც პარტიული თანამდებობისთვის ბრძოლაში ვაშალომიძის გამარჯვებას განაპირობებს.
„ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, უფრო ვარშალომიძეზე გაკეთდება აქცენტი, რადგან ამ პარტიაში გადამწყვეტი არის სააკაშვილის სიტყვა. ვაშალომიძე არის სააკაშვილის ყველაზე ერთგული, სტაჟიანი თანამშრომელი და მეგობარი. სააკაშვილი მას გაცილებით მეტად ენდობა, ვიდრე ნიკა მელიას. მგონია, რომ თავმჯდომარე ვაშალომიძე იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას ხანდახან სიტყვა გაურბის და დაუკრეფავშიც გადადის, მას გლდანში აქვს საკმად მაღალი ელექტორალური მხარდაჭერა, თუმცა სრული მხარდაჭერა არ აქვს მიხეილ სააკაშვილის“,- განაცხადა ძაბირაძემ.
შეგახსენებეთ, 15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – დაწერა სოციალურ ქსელში ვაშაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.










