სუსი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილის გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე, მირიან თაზიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ე.წ. აღკვეთის ღონისძიების სახით, მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა ,,ცხელი ხაზით’’ კომუნიკაციის, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და სახელმწიფოს ხელთ არსებული ინსტრუმენტების აქტიური გამოყენების შედეგად, მ.წ. 22 დეკემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს.











