ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
„ეს იყო საქართველოს შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი”, – განაცხადა ახვლედიანმა.
ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ 20 ნოემბერს დააკავეს.











