ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ვაქცინაციისთვის რიგში დგომა არ მოუწევს, მათთვის ფანჯრები „ღია იქნება“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის გაიხსნება ფანჯრები, მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, რადგან ვთვლით რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს პროცედურა. ყველა ექიმი და ის რისკჯგუფი, რომელიც განსაზღვრული არის კოვიდვაქცინის საბჭოს მხრიდან, მათი ვაქცინაციაც წარიმართება სქემის მიხედვით“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ექნება საშუალება აირჩიოს, თუ რომელ ვაქციანს გაიკეთებს.










