პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შესაძლოა, საქართველოში რამდენიმე მწარმოებლის კორონავირუსის ვაქცინა შემოვიდეს.
„ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენ მოლაპარაკებას რამდენიმე მწარმოებელთან ვაწარმოებთ. შეიძლება მოხდეს ისე, რომ რამდენიმე მწარმოებლის ვაქცინა შემოვიდეს. მთავარი მოთხოვნაა, ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. მეორე მთავარი მოთხოვნაა, ვაქცინაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვა იყოს მიცემული. ის, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნის მიერ წარმოებული ვაქცინა იქნება საქართველოში, ამაზე პასუხი არ მაქვს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.











