fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფომ საკუთარი მოსახლეობის დასახმარებლად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო

19:10 დეკემბერი 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
830
ნახვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ საკუთარი მოსახლეობის დასახმარებლად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო და ამ დახმარებაში მნიშვნელოვანი წვლილი ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა, რომელმაც სპეციალურ ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა. აღნიშნული განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„ჩვენ ისევ, როგორც მთელი მსოფლიო პანდემიის რეჟიმში ვცხოვრობთ და სადამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი არავინ იცის. ეს არის გამოწვევა, რომელიც ქვეყნების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. საქართველო თავისი მწირი რესურსებით ცდილობს შეძლოს ის, რაც ძლიერი ფინანსებისა და ინსტიტუციების მქონე ქვეყნებს უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ამ კრიზისის მართვის გზაზე გარკვეული გამოცდილება დააგროვა და არის საკითხები, რაც შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვისაც გამოდგეს. მაგალითად ამაზე მეტყველებს სულ რამოდენიმე დღის წინ საქართველოში სტუმრად მყოფი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორის გამოსვლა, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ჯანდაცვის სექტორის მუშაობას კრიზისის მართვის პროცესში. ვფიქრობ მაინც ჩვენ უნდა შევძლოთ მოვისმინოთ კრიტიკა, კრიტიკის მოსმენა არის ხშირად სასარგებლო რომ დავაზღვიოთ საკუთარი გადაწყეტილება, რომ უნებლიეთ სადმე არ დავუშვათ შეცდომა. კრიტიკა უნდა იყოს უკეთესის მიღწევისათვის და არა მდგომარეობის დასამძიმებლად, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ კრიზისის მართვის პროცესში ჩვენ შევძლოთ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინოთ პოლიტიკის დისტანცირება. პოლიტიკის როლი პანდემიის მართვის გზაზე ჩვენ ვნახეთ პირდაპირ ციფრებში ასახული, როდესაც ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დარგის სპეციალისტები მოუწოდებდნენ, რომ ის მინიმალური წესები და ჯერჯერობით ერთადერთი მძლავრი იარაღი – ფიზიკური დისტანცირება და პირბადის მოხმარება რომ თითოეული მოქალაქის ვალდებულება გაგვეხადა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა პირიქით, საკუთარ მომხრეებს მოუწოდეს და შექმნეს ქუჩის აურზაური, რამაც შემდეგ ისედაც წინასწარ პროგნოზირებადი მეორე ტალღა კიდე უფრო მძიმე გახადა. მე მჯერა რომ როგორც პანდემიის დასაწყისი ისე როგორც სხვებისაგან გამორჩეული პოზიტიური იყო ისე შევძლებთ ამ კრიზისის დასრულებას, თუმცა საქართველოსათვის თითოეული დაკარგული სიცოცხლე არის ძალიან მძიმე.

სახელმწიფომ საკუთარი მოსახლეობის დასახმარებლად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო, რა თქმა უნდა სჯობდა მეტი, მაგრამ სურვილი შესაძლებლობას ვერ გასწვდება. დახმარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის შენატანი 100 მილიონი ლარის ოდენობით დახმარება, ზოგი რომ მიუშვა ასეთ თანხას გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებისათვის ხელისუფლებაში მოსასვლელად რევოლუციასაც კი დააფინანსებდა. ზოგადად და მითუმეტეს ამ ვითარებაში სოციალური თემატიკაში პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია, თუმცა სოციალური პოლიტიკა გადახედვას საჭიროებს. დღეს ქვეყანას აქვს ორი ძირითადი პრობლემა ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. განსაკუთრებით მძიმეა ბავშვთა სიღარიბე, რომელიც დღემდე დაუძლეველია, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ! დიახ არიან ბავშვები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, არიან ბავშვები რომლებიც არასრულფასოვანი კვებით იკვებებიან და რა თქმა უნდა, ეს მათი ჯამრთელობისთვის არა სახარბიელოა, მაგრამ იმას რასაც პარტიული ტელევიზიები ყოველდღიურად აკეთებენ, თითქოს ქვეყანაში ბავშვები შიმშილისგან ყოველ დღიურად იღუპებიან, რა თქმა უნდა ეს არის სიცრუე, თითქოს ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად არაფერი კეთდება ქვეყანაში ესეც არის ტყუილი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

თეგები: დიმიტრი ხუნდაძემეათე მოწვევის პარლამენტი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სააკაშვილი უკვე აღარავის სჭირდება – დიმიტრი ხუნდაძე

ნოემბერი 25, 2021
845
პოლიტიკა

ქვეყნის სიღარიბიდან ამოსვლა მხოლოდ დახმარებების სახით შეუძლებელია – დიმიტრი ხუნდაძე

ნოემბერი 25, 2021
813
პოლიტიკა

ყველაზე მეტად ჩვენ ინტერესშია, რომ სააკაშვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული – დიმიტრი ხუნდაძე

ნოემბერი 19, 2021
881

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია