ქრისტეშობას ვულოცავ ყველა იმ კონფესიის წარმომადგენელს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს, – პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქრისტეშობისადმი მიძღვნილ მისალოც ტექსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მაცხოვრის შობას სიკეთე და სიყვარული მოაქვს ადამიანების გულებში. სწორედ სიკეთე, სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვაა ის უმთავრესი ძალა, რაც ასე სჭირდება დღეს კაცობრიობას უხილავ მტერზე გამარჯვებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.











