საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე შობას ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს, ვულოცავ!
განსაკუთრებით ვულოცავ 2020 წლის გმირებს – ექიმებს და ექთნებს, პოლიციელებს და ჯარისკაცებს, სპეციალური სამსახურების თანამშრომლებს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! ნათელი მომავლის საწყისი ყოფილიყოს შობა თქვენთვის!“,- ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მიერ გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.











