ელჩებმა შეწყვიტონ ზეწოლა ოპოზიციაზე, რომ შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილის განცხადებით, ელჩები ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ოპოზიციური ლიდერების გადაბირებას ცდილობენ.
“ელჩებმა უნდა დაიკავონ ჭეშმარიტი შუამავლის პოზიცია და უნდა შეწყვიტონ ცალკეულ ლიდერებთან და პარტიებთან მუშაობა, რომ რამენაირად გადაიბირონ ივანიშვილის სასარგებლოდ.
პირდაპირ გვეუბნებიან, შევიდეთ პარლამენტში, ეს არ არის ელჩის ფუნქცია და დიპლომატის როლი, მათ უნდა ეკავოთ ნეიტრალური შუამავლის პოზიცია, სხვა შემთხვევაში ეს უკვე ძალადობაა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.











